აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებული ,,წიგნის თარგმნის პროგრამა 2019”–ის გამარჯვებულია.
პროექტის ხელმძღავანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი შალვა მაჭავარიანი; თანახელმძღვანელი: ჯულიეტა ანდღულაძე, საქართველოს უნივერსიტეტი; სარედაქციო განყოფილების უფროსი. კოორდინატორი: თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მენეჯერი.
წიგნის სათაური და გამოცემა: ’’Financial Accounting’’, 5th Edition (Robert Kemp and Jeffrey Waybright, 2018, Pearson Education, Inc.)
როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში აღნიშნავენ, სახელმძღვანელოში ,,ფინანსური აღრიცხვა” (ავტ. Robert Kemp and Jeffrey Waybright, 2018) განხილული თემები მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, არამედ მოქმედი სპეციალისტებისა და ფინანსებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.
სახელმძღვანელოს თარგმანს ახორციელებენ:
- მიხეილ თოქმაზიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)
- გელა გრიგოლაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)
- იოსებ მამუკელაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
- თეა მუნჯიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- თამარ გამსახურდია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (გ. რობაქიძი უნივერსიტეტი)
- თამარ კეინაშვილი, ფილოლოგი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
სამეცნიერო რედაქტორი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი შალვა მაჭავარიანი.
პროექტის თანახმად, თარგმანის გამოცემაზე მუშაობა 2020 წლის 30 ნოემბერს
დასრულდება და უახლესი თანამედროვე სახელმძღვანელო -,,ფინანსური აღრიცხვა” (ავტ. Robert Kemp and Jeffrey Waybright) დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, რიგით მესამედ, კონკურსის გამარჯვებულია. შედეგად, 2019 ბოლოსთვის ქართველი მკითხველი მიიღებს Pearson Education,Inc-ის 2018 წლის Bruce R. Baringer, R.Duane Ireland-ის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოს „Engtrepreneurship“ ქართულ თარგმანს, ხოლო 2020 წლის დასაწყისში ქართულ ენაზე გამოიცემა Lee J., Krajewski, Manoj K. Malhotra და Larry P. Ritzman-ის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო - „Operation Management“.