ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის მთავრობა გადააყენა.
ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კატალონიის რეგიონში ვადამდელი არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება რეგიონში ნორმალური ვითარების აღდგენას ისახავს მიზნად.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დათხოვნილია კატალონიის პარლამენტი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.