დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვერეს ხეობიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ვერეს ხეობიდან ჩართვისას განაცხადა.
ნარმანიას თქმით, ვერეს ხეობაში მოვარდნილი წყლის გამო, რამდენიმე ადამიანი იყო ჩარჩენილი და სამაშველო სამსახურმა ისინი გამოიყვანა. მოსახლეობა პანიკურ მდგომარეობაში იყო.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მაშველებმა სამი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი თავს კარგად გრძნობენ და როგორც მისთვის არის ცნობილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ.
ნარმანიას თქმით, ერთ-ერთ სავაჭრო მაღაზიაში არის რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ბავშვი. მერის განცხადებით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ.