„ანრი ოხანაშვილი ვინ არის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე? ცხოვრებაში პირველად მესმის და პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის სახელი და გვარი არ ვიცი", ამბობს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც ჟურნალისტებმა ანრი ოხანაშვილის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს.
გვარამია აცხადებს, რომ გამოძიების დაწყება არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი.
"გითხრათ, ზუსტად რას ვფიქრობ ჩემი ლექსიკით? თუ შევიკავო თავი, ჯობია, შევიკავო“, განმარტავს გვარამია
„აბა, როგორ წარმოგიდგენიათ სხვანაირად. აბა, ის ნორმალურია, ადამიანებს რომ ესხმიან თავს ვიღაც გიჟები, რომლებსაც ხელს არავინ არ კიდებს. ადამიანებს სცემენ, დასდევენ, ცხოვრებას უმწარებენ და არავინ პასუხს არ სთხოვს. ლობიოს მიმოპნევისთვის ხალხი დღეების განმავლობაში ციხეშია, ეს ხომ ქვეყანა არ არის, ეს არის კლანების სათარეშო ტერიტორია. კლანების სათარეშო ტერიტორია ვისაც უნდა, ის შეეგუოს ამას, მე არ მინდა. ეს ჩემი სამშობლოა, ვარ ამ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში, როცა ეს პრაქტიკულად გამორიცხა ბიძინა ივანიშვილმა, ის უნდა გაიწიოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.