რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ მოქალაქეების კეთილგანწყობა შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია კვლევითი ცენტრის "ლევადა-ცენტრის" ახლახან ჩატარებულ გამოკითხვაში, რომლის მონაცემებსაც გამოცემა "ვედომოსტი" ავრცელებს.
ამ დროისთვის პუტინის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 24 პროცენტი, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 32 პროცენტს შეადგენდა. ასეთივე მაჩვენებლი ჰქონდა პუტინს 2011 წლის ოქტომბერშიც, ანტირეკორდი კი 2013 წლის მარტში დაფიქსირდა.
გამოკითხულთა 30 პროცენტი რუსეთის პრეზიდენტზე ცუდის თქმა არ შეუძლია, 8 პროცენტს - კარგის, 15 პროცენტი ნეიტრალურად არის განწყობილი, უარყოფით დამოკიდებულებასა და აგრესიას კი 3 პროცენტი გამოხატავს.
მთლიანობაში პოზიტიური დამოკიდებულება პუტინისადმი 2017 წლიდან, 10 პროცენტით, 32 პროცენტამდე შემცირდა, ნეიტრალური განწყობა კი 7- პროცენტით, 61 პროცენტამდე გაიზარდა.
პოზიტიური შეფასებების მაქსიმუმმა 2008 წლის მარტში მიაღწია (50%). ამასთან პუტინის, როგორც პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება 3 პროცენტით გაიზარდა 2018 წელს, მისი მუშაობა მოსწონს რუსების 70 პროცენტს, არ მოსწონს - 28 პროცენტს. ეს რეიტინგი რეკორდული გახდა 2014 წლის ოქტომბერში - 85%.