თარიღი    დრო

გორში 14 წლის წინ დაკარგული 11 წლის მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 23:00 11.16.2018 230

გორში  14 წლის წინ გორში დაკარგული 11 წლის მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

გორის ცენტრში, კულტურისა და დასვენების პარკში გადაკეტილია პერიმეტრი, კრიმინალისტებს რამდენიმე ადგილი სპეციალური დროშებით აქვთ მონიშნული. ისინი ძებნის ოპერაციას სპეციალური აპარატურის მეშვეობით ატარებენ

საუბარია ზაქრო ბერძნიშვილზე, რომელიც მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ გაიტაცა. ნებიერიძე გამოსასყიდის მოთხოვნის ბრალდებით სასჯელსაც იხდიდა. მას ბავშვის გატაცება და მკვლელობა ვერ დაუდასტურდა, თუმცა დაკარგული მოზარდის ოჯახს მუდმივად ჰქონდა ეჭვი, რომ ბავშვის გამტაცებელი და მკვლელი ნებიერიძე იყო

შეგხსენებთ, რომ წარსულში ნასამართლევი,1984 წელს დაბადებული იაგო ნებიერიძე,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ- 109- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით მიმდინარეობს. ცხრა წლის გოგონა გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე  25 ოქტომბერს საღამოს მოკლული იპოვეს.  ბავშვს ოჯახი გუშინ დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%