თარიღი    დრო

მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას თაღლითობის ნაწილში - ქუმსიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:22 09.21.2018 203

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი "რუსთავი 2"-ის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ქუმსიშვილი აღნიშნავს, მისი გვარი უკანონო გამოძალვისთვის არის გამოყენებული.

"გუშინ და დღეს მე მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში.

მე კატეგორიულად მოვითხოვ და ვთხოვ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საქმის და საკითხის გამოძიება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც.
მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე - ლევან ყიფიანთან მიმართებაში.

მე ჩემს გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით და ყველა ჩემი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდა. ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს და სხვათაშორის, დიდწილად სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს მიმართ წარმოებულ შავ პიარს.

ამ კონკრეტულ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფს“ აქვს მრავალმილიონიანი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, თუ ვინმე ამას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის ან პირადი სარგებლის მიღებისათვის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა "ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმესთან დაკავიშრებით ახალი ჩანაწერი გაავრცელა




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%