2019 წლის ზაფხულის სეზონიდან ქართულ ავიაბაზარზე რეგულარული რეისების განხორციელებას რუმინული ავიაკომპანია Blue Air-ი გეგმავს. ავიაკომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ ბილბაოში აწარმოა, სადაც მხარეები ავიამიმართულებების განვითარების ყოველწლიურ ფორუმს ‘’Route Europe 2018“-ს ესწრებოდნენ.
როგორც ქეთი ალექსიძე განმარტავს, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებული იყო და Blue Air-ი ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით რეისების დაწყებას განიხილავს. ხოლო მეტი კონკრეტიკისათვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.
ის, რომ Blue Air-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებას განიხილავს, ამის წინაპირობა ის წარმატებული ჩარტერული რეისებია, რომელიც ავიაკომპანიამ თებერვალში უკვე განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Blue Air-მა ოპერირება 2004 წელს დაიწყო, თუმცა 2016 წლის მაჩვენებლებით ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიის სტატუსი მოიპოვა. ავიაკომპანია ძირითადად ბუქარესტისა და ტურინის აეროპორტებშია ბაზირებული. 2017 წელს ავიაკომპანია მთლიანობაში 5 მლნ მგზავრს მოემსახურა.