თარიღი    დრო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალური სასიკვდილო ეპიდემიის შესახებ გვაფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 14:58 03.12.2018 725

მედიის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალი ალბათობით ახალი გლობალური ეპიდემიის შესახებ გაფრთხილებას იძლევა.

როგორც "Science Alert"-ი წერს, ამ დროისთვის მეცნიერები იკვლევენ ყველაზე გავრცელებულ პათოგენებს. მედიცინის მუშაკების თქმით, ეს შეიძლება იყოს უკვე კაცობრიობისთვის კარგად ნაცნობი დაავადებები. როგორიცაა ებოლა და ლასსა, ასევე უცნობი ინფექციაც, რომელსაც პირობითად უწოდებენ „დაავადება იქსს“ - წერს რია ნოვოსტი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უცნობი ვირუსის გამომწვევი წყარო შეიძლება იყო ინფექციის მუტაცია და ზოონეზური ინფექცია, რომელიც ადამიანზე ცხოველებიდან გადმოდის. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს ვირუსის ხელოვნურ წარმომავლობასაც, რომელიც შესაძლებელია მოეპარათ ლაბორატორიიდან.

ექიმები უკვე ემზადებიან „დაავადება იქსის“ წინააღმდეგ საბრძოლველად და გვაფრთხილებენ, რომ ახალი ეპიდემია შეიძლება იქცეს ისეთივე სასიკვდილოდ კაცობრიობისთვის, როგორც იყო 20-ე საუკუნის დასაწყისში „ესპანური" ვირუსი, რომელმაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%