თარიღი    დრო

14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 12:00 08.26.2017 7388

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ჩაქრობაში დახმარების სურვილი საქართველოს არაერთმა მეგობარმა ქვეყანამ და სტრატეგიულმა პარტნიორმა გამოთქვა. 

აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7 ერთეული სპეცტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი.

სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტრომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დასახმარებლად, 4 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 65 მეხანძრე-მაშველი გამოგზავნა.

თურქეთიდან დასახმარებლად გამოიგზავნა სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი. საქართველოს ბელარუსიც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენით დაეხმარა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მხადყოფნა რუსულმა მხარემაც გამოთქვა, თუმცა მისივე თქმით, ამის საჭიროება არ ყოფილა.

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ჩაქრობაში დახმარების სურვილი და დახმარებისთვის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გამოთქვა. საქართველოში აშშ-ის საელჩო დასახმარებლად ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას დაუკავშირდა.

საქართველოს დახმარება შესთავაზა გერმანიამ, საბერძნეთმა და რუმინეთმაც.

ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად სრული მზადყოფნა გამოთქვა ისრაელმაც. შესაბამისი მზადყოფნა ისრაელის ელჩმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოხატა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დახმარებისთვის მზადყოფნა და სურვილი ასევე გამოთქვა უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, ირანმა და ბულგარეთმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ირაკლი კუნჭულია




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%