12-14 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების მინისტრის ლევონ მკრტიჩიანის ხელმძღვანელობით. მინისტრის გარდა დელეგაციის შემადგენლობაში არიან კარენ მნაცაკანიანი (სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დიასპორის და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს, დიასპორის განყოფილების უფროსი) და კარენ ჰოვჰანნისიანი (სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის დირექტორი).
ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილია ისეთი თემების განხილვაც, რაც ეხება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სტუდენტების განათლების პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ ეს სტუდენტები არიან საქართველოში მივლინებულნი საუწყებათაშორისო შეთანხმების ფარგლებში. ვიზიტის დროს ასევე განიხილება უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პროგრამების მიმართულებების განხორციელების საკითხები, ჰორიზონტალური კავშირების დამყარების მიზნით.
სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების მინისტრის ლევონ მკრტიჩიანი 13 სექტემბერს შეხვდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს.