საქართველოში პრორუსული პროპაგანდა გაძლიერებულია - ამის შესახებ საუბარია IDFI -ის ანგარიშში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს გააცნობს საზოგადოებას.
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ შეფასებით, 2013 წლის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა როგორც მედიაში, ისე პოლიტიკაში. ისინი ამის მიზეზად ხელისუფლების პოლიტიკას ასახლებენ და ამბობენ, რომ მთავრობამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი, საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერებამ, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.