Holiday Inn-ში ახლად დაარსებული “დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების” პრეზენტაცია გაიმართა.
გაერთიანება დაარსდა კანონში „მეწარმეთა შესახებ“ და კანონში “ფასიანი ქაღალდების შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებების” შემდეგ, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა დაადგინა 2016 წლის თებერვალში.
კანონის მიხედვით, 2016 წლის 15 მაისიდან, “ანგარიშვალდებული ორგანიზაციებმა” უნდა აირჩიონ მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოში.
ამ ცვლილებების მთავარი მიზანია ამაღლდეს კორპორატიული მმართველობის კულტურა და სტანდარტები ქართული კომპანიების გამჭირვალე და ეფექტური ფუნქციონირების გზით.
დამოუკიდებელი დირექტორის არჩევა სამეთვალყურეო საბჭოში აუცილებელი პირობაა კომპანიისთვის საფონდო ბირჟაზე აქციების განსათავსებლად ახალი კაპიტალის მოსაზიდად. ეს ზრდის აქციონერების, ისევე როგორც კრედიტორების, მიმწოდებლების და სხვა პარტნიორების ნდობას და კომპანიის რეიტინგებს.
“დამოუკიდებელლ დირექტორთა გაერთიანება” შეიქმნა საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის ღირსეულად წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელისშემწყობად. კომპანიები ირჩევენ დამოუკიდებელ დირექტორებს, მათი ცოდნის, უნარების და გამოცდილების გამოყენებით, კორპორატიული მართვის სტანდარტების ასამაღლებლად.
არაკომერციული გაერთიანება დაარსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხუთი დამფუძნებელი წევრის ტარიელ გვალია, მამუკა მაჭავარიანი, დოქტორ საშა ტერნესი, გიგი ღლონტი და ვიქტორ ყიფიანის მიერ.
მოსალოდნელია, რომ გაერთიანების წევრების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება ერთი წლის განმავლობაში.