საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელოსო ჩაფიძე, მომავალ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო.
ტყიბულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ განათლების მინისტრის მრჩეველს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერს, ოთარ აბესაძეს დაასახელებს.
ივანიშვილი ამ ეტაპზე, ასევე არ აკმაყოფილებს ელისო ჩაფიძის თხოვნას, მისი კოალიციის საარჩევნო სიაში ჩასმის შესახებ.
თუ ჩაფიძე სიაში საბოლოოდ ვერ მოხვდა, მისი შემდგომი დასაქმების ერთ-ერთ ვარიანტად საზოგადობრივი მაუწყებელი განიხილება. რა პოზიციაზე გააგრძელებს ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივ მაუწყებელში სამომავლო საქმიანობას, ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების სიის ფორმირებას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის დასრულებას თებერვლის ბოლოსთვის აპირებს.