ჯანდაცვის სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში-აღნიშნულ საკითხებზესამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალურ კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბერნარ კუშნერთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ბერნარ კუშნერს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა,რომ მისი ჩართულობა ჯანდაცვის რეფორმას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
"მინდა განსაკუთრებით მივესალმო განსაკუთრებულ სტუმარს ბერნარდ კუშნერს. ადამიანს, რომელიც ჩვენ ყველასკარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ძალიან რთულ ვითარებაში როგორ იდგა მშვიდობიან მოქალაქეებთანერთად ომის წინა ხაზზე და ინაწილებდა იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც მაშინ მომდინარეობდა როცაბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება. ეს არის მისი გამბედაობის დამისი განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად…ჩვენთვისმეტად სასიამოვნოა, რომ ამ რანგის მოღვაწე ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებსმონაწილეობას, და ეს იქნება უდიდესი დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი ჩართულობა კიდევ უფროწამატებულს გახდის ამ რეფორმას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისითქმით, ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობაა, რისი დასტურიცარის ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით.
" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჩაუყარა საფუძველი პირველადი ჯანდაცვის რგოლისგაძლიერებას. მოგეხსენებათ, რომ განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარი და ყველაზეპროგრესული მიმართულება სწორედ პირველადი ჯანდაცვა გახლავთ, რადგან დროული მკურნალობა ქმნისდაავადებების მძიმე ფორმების განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარირეფორმა, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა გლობალურ ალიანსთან ერთად. აუცილებლად მინდა შევეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ვართ ქვეყანა,რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ამ უმძიმეს დაავადებას და მიზნად დაისახა მისი ბოლომდე აღმოფხვარა. მე ვარბედნიერი, რომ დღეს საქართველოში C ჰაპტიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველასთვის დაუკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. წარმატებული პირველი ეტაპისშედეგად ჩვენ საშუალება გვაქვს, წელსვე დავიწყოთ პროგრამის მეორე ეტაპი და ჩვენ დავამარცხებთ ამ დიდპრობლემას,"-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურებისხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრომასშტაბური პროცესი დაიწყება და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბითგანხორციელდება.
გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა თავის მოხსენებაში საყოველთაოჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა რეფორმებს შეაფასა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
„ბოლო წლები ჯანდაცვის საამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა.ვფიქრობ, ასევე აუცილებელია დასახული მიზნების გაზიარება და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უმნიშვნელოვანესი იყო ცე ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება. საქართველო ეს არის პირველი ქვეყანა,რომელმაც ასეთი პროგრამის განხორციელება დაიწყო,“–განაცხადა ბერნარ კუშნერმა.
მანვე სამწუხარო უწოდა იმ ფატს, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ვერ ვრცელდება ოკუპირებულტერიტორიებზე.
გლობალური კონფერენცია „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ორგანიზებით იმართება.