ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ფიქრობს, რომ უკრაინა საბოლოოდ დათანხმდება შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.
ამის შესახებ ლუკაშენკამ ყურგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში განაცხადა
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს [რუსეთის] ძალისხმევას უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის მიმართულებით. გუშინ ვთქვი: თუ ამერიკელები დიპლომატებივით და ნამდვილი იურისტებივით მოიქცევიან, ეს შეთანხმება მიღწეული იქნება. რადგან ძირითად საკითხები უკვე შეთანხმებულია... ახლა, როგორც ამბობენ, ბურთი უკრაინის მოედანზეა. და მე ვფიქრობ, რომ ფრონტზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინა დათანხმდება ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქვეყანას მთლიანად დაკარგავს... ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება. ბუნებრივია, ევროპაში გარკვეულმა ძალებმა, როგორც ჩვენ ვხედავთ, უნდა შეწყვიტონ კონფრონტაცია,“ - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას თქმით, მან რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან განიხილა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა და მიაჩნია, რომ ამერიკული ვარიანტი „მოქმედუნარიანია“.
„გეგმა განხორციელებადია. და ვლადიმირ პუტინი აღიარებს, რომ ეს მოლაპარაკებებისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს,“ - თქვა მან.
ამავდროულად, ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ ეს გეგმა ნაჩქარევად შედგა. „ის ადვილად აღსაქმელი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, მეტრით, კილომეტრით და ყველა დეტალით“, - აღნიშნა მან.