რუსეთის ფედერაციას, სახელმწიფო ავიაციის კუთვნილი საჰაერო ხომალდებისთვის, სირიის მიმართულებით ფრენებისთვის, საქართველოსთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს.
„არც ბოლო დღეების და არც გასული ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საგაერო საქმეთა სამინისტროდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშ არ შემოსულა მომართვა (თანხმობა), რუსეთის სახელმწიფო ავიაციის კუთვნილი საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ სირიის მიმართულებით”, - განუმარტეს „ჯი-ეიჩ-ენს“ სააგენტოში.
სააგენტოში ასევე განმარტეს, რომ უცხო ქყეყნის სახელმწიფო ავიაციის კუთვნილი საჰაერო ხომალდის მიერ, საჰაერო სივრცის გამოყენებაზე (გადაფრენაზე) მომართვა ხორციელდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
„იგივე პროცედურაა თუ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს გადააქვს სამხედრო დანიშნულების ან ისეთი სახის სახიფათო ტვირთი, რომელის საჭიროებს ე.წ. „განთავისუფლების“ გაცემას“, - განაცხადეს სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, სხვა შემთხვევებში (სამოქალაქო რეისები) გადაფრენაზე საგარეო უწყებიდან ნებართვა არ არის საჭირო და ხორციელდება ფრენის გეგმის შესაბამისად, რომელიც მიეწოდება სააერნაოსნო მომსახურების მომწოდებელ უწყებას (ნავიაგაციას).
ჯი-ეიჩ-ენის კითხვაზე: თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას სირიის მიმართულებით ფრენებისთვის, გაგვაჩნია თუ არა მექანიზმები, რომ რუსეთს ჩავუკეთოთ საჰაერო სივრცე რეისებზე, რომლებიც კონკრეტულად სირიის მიმართულებით უნდა შეასრულოს? სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნეს: ტექნიკური თვალსაზრისით მექანიზმი არსებობს, თუმცა საკითხი პოლიტიკური ხასიათისაა და სააგენტო არ გახლავთ უფლებამოსილი უწყება ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თხოვნით, მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა, რუსეთის თვითმფრინავებისთვის, რომლებიც რეისებს სირიის მიმართულებით ასრულებდნენ, საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.