თბილისში სასულიერო პირების შვილების მარში მიმდინარეობს. სასულიერო პირების ოჯახის წევრები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლლამენტისკენ მიემართებიან.
ჩვენ სასულიერო პირების შვილები დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპა. ჩვენ კარგად ვიცით, რა გაგვიკეთა რუსულმა პოლიტიკამ. წაგვართვა მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის - ავტოკეფალია. დღეს იმიტომ გამოვედით, რომ ამ ქვეყანას ისევ რუსეთიზაციის პროცესში ჩაბმის საშუალება არ მივცეთ, საითაც ჩვენს ხელისუფლებას მივყავართ", - ამბობს სასულიერო პირის შვილი.
ფოტო: ტაბულა
.