საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის მერის გიგი უგულავას საქმის განხილვა გადიდო და ის 23 დეკემბერს განახლდება. ბრალდების მხარემ საქმის გაჭიანურების თავაიდან აცილების მიზნით კეზერაშვილისა და უგულავას საქმეების ცალ-ცალკე წარმართვა მოითხოვა.
,, დავით კეზერაშვილის საბოლოო ექსტრადიციის საქმის გადაწყვეტამდე პროცესის გადადება გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წინამდებარე საქმედან ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე დავით კეზერაშვილის მიმართ", _ განაცხადა პროკურორმა ლევან სალიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ორ ეპიზოდს. გამოძიების ინფორმაციით, ერთი საკითხი ტელეკომპანია "იმედის" მისაკუთრების დანაშაულებრივი სქემაა, რომელშიც პროკურატურის ცნობით, მთავარი მონაწილე თბილისის მერი იყო. მეორე ეპიზოდი კი 2006 წელს რიყის ტერიტორიის საკონკურსო წესით გასხვისებას.