რუსულ საინფორმაციო სააგენტ „რია ნოვოსტის" ბაზაზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდია" შეიქმნება და მას დიმისტრი კისილიოვი უხელმძღვანელებს. განცხადება ამის შესახებ დღეს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებაშია ნათქვამი, სააგენტო „როსია სეგოდია"-ში რომელიც იგივე შენობაში განთავსდება, რომელშიც „რია ნოვოსტი" იყო, ასევე გაერთიანებული იქნება რადიოსამაუწყებლო კომპანია „გოლოს როსიი".
ვლადიმერ პუტინმა ასევე დაავალა მინისტრთა კაბინეთს ერთი თვის ვადაში ჩაატაროს ღონისძიებები ახალი სააგენტოს შესაქმნელად.
„ფედერალური სახელმწიფო უნიტარული დაწესებულება - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდია" საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკისა და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი ცხოვრების გაშუქება", _ ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.