შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფინების და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული ირაკლი ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 დეკემბერს ნაძალადევის მეტროს ქვედა ვესტიბიულში პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ირაკლი ბ. თელავის რაიონის სოფელ წინანდალში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 353-ე პრიმას მუხლის მე-2 ნაწილით).