სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2008 წლის მეორე ნახევრის საანგარიშო მოხსსენება წარუდგინა
სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშს წელიწადში ორჯერ, მარტსა და ოქტომბერში წარადგენს.
ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ 22-ე მუხლი მიხედვით ომბუდსმენს ავალდებულებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტს ანგარიში ექვს თვეში ერთხელ, კალენდარული წლის მარტსა და ოქტომბერში წარუდგენს.
ორგანული კანონის მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები, თანამდებობის და იურიდიული პირები, რომელნიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებათა შესახებ.
ამავე კანონით, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ქვეყნდება.