თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილეს დავით ჩხატარაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით ჩხატარაშვილის პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
დაცვის მხარემ სასამართლოს სხდომაზე მოითხოვა, ჩხატარაშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებოდა გირაო ან არც ერთი სახის აღმკვეთი ღონისძიება არ შეფარდებოდა.
პროცესს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც ესწრებოდა.
წინასასამართლო სხდომა 27 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დავით ჩხატარაშვილი ბრალდებულის სახით 7 დეკემბერს დააკავა.
დავით ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.