ნუგზარ ბირკაიამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გადაწყვეტილების მიზეზად ბირკაიამ ასოციაციის თავმჯდომარეობის კანიდატებს შორის არათანაბარი მდგომარეობა დაასახელა.
ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბირკაიას პრეტენზიას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მას არჩევნების ჩაშლა სურს.
შეგახსენებთ, რომ ფილარმონიაში მიმდინარე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნუგზარ ბირკაია დაუპირისპირდნენ.
ბირკაიას პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ზაზა ხატიაშვილი საერთო კრებას უძღვება, რითაც ასოციაციის თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანო - საერთო კრება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ახალი თავმჯდომარე ასოციაციას 2017 წლამდე უხელმძღვანელებს.