თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილის დავით ჩხატარაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარების საკითხზე დღეს იმსჯელებს. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ დავით ჩხატარაშვილი სამართალდამცაველებმა გუშინ დააკავეს. მას ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმის ორგანიზება. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავთ ჩატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ფაქტების ვიდეომასალა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმრის დამცირება, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას თითქოსდა სახელმწიფოს საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. სწორედ დავით ჩატარაშვილის ორგანიზებითა და დახმარებით განხორციელდა პატიმრების დამცირება.