თბილისში, რესტორან ,,ქართლში" მომხდარი ჩხუბის შედეგად, სამართალდამცავებმა 10-მდე პირი დააკავეს.
თვითმხილველების გნმარტებით, ჩხუბი რესტორნის სტუმარსა და მომსახურე პერსონალს შორის დაიწყო, შემდეგ კი დაპირისპირებაში რესტორნის დაცვის თანმშრომლები და სტუმრებიც ჩაერთნენ.
რესტორანში ვითარების განსამუხტად საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორიში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. რესტორანში გვიან ღამემდე მუშაობდნენ კრიმინალისტები.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული.