საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ნანა ივანიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა, ქალაქ გორის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით დაუდგენელი წარმომავლობის წითელი ხიზილალას რეალიზაცია მოახდინა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.