თბილისის საქალაქო სასამართლოს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის აკადემიის პრორექტორი ელჩინ ხალახოვი და ამავე აკადემიის მოსამართლეებისა და მოსამართლეობის კანდიდატების განგრძობითი განათლების მიმართულების მთავარი კონსულტანტები სტუმრობდნენ.
კოლეგები სასამართლოს თავჯდომარემ და მენეჯერმა მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო სისტემაში მედიაციის საპილოტე პროექტი იყო.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს სტუმრები მოსამართლეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხითაც დაინტერესდნენ.
მამუკა ახვლედიანმა კოლეგებს საქმის ელექტრონული წარმოების პრაქტიკა გააცნო და ამ მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობისათვის მხარდაჭერა აღუთქვა.
სტუმრებმა სასამართლო შენობის ადმინისტრაციული დაწილი და მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი დაათვალიერეს. სასამართლოს მენეჯერმა სტუმრებს პირადად გააცნო მომსახურების ცენტრში საქმეთა მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურები. სტუმრებმა, ასევე მოინახულეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაფიც მსაჯულთა სხდომისათვის განკუთვნილი დარბაზი.
საქართველოში აზერბაიჯანელი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს იუსტიციის სკოლის ორგანიზებით განხორციელდა.