შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-პერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს განყოფილებაში, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ნავთობის ზღვაში ჩაღვრა) დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ფოთის პორტის N5 ნავმისადგომთან მდგარი კომორის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის "ADAM"-ის კაპიტნის, სირიის მოქალაქის მიმართ.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით დასახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარისა და გარემოზე მიყენებული ზიანისანაზღაურება 1106 ლარის და 40 თეთრის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.