დღეს, 5 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქუთაისში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში",სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებში პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
მონიტორინგი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ.
პროექტის მიზანია სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა.