შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნავი პლაკატის ჩამოხევისთვის ორი პირია დაკავებული.
"დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით", - აცხადებენ შსს-ში.
მათ პლაკატები ჩამოხიეს და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანეს.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 20-მდე ადამიანი აცხადებდა, რომ მართლმადიდებლები დღეს ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავენ და ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნა მათთვის შეურაცხმყოფელია.
აღნიშნული ამ მიზეზით ამ ჯგუფს სურდა კონცერტის ჩაშლა და პლაკატის ჩამოხევა.
შეგახსნებთ, რომ თავისუფლების მოედანზე დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იმყოფებოდა, მან დღესასწაულის ბოლო დღეს პირველი სანთელი აანთო.