სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კომისია, რომელიც ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით შეიქმნა საბოლოო გადაწყვეტილებას თუ რა ბედი ეწევა დარჩენილ ფარულ ჩანაწერებს იანვარში მიიღებს.
„ჩანაწერების ნაწილი უკვე განადგურებულია, დანარჩენთან დაკავშირებით როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და კომისიამ დარჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იანვრის ბოლოს მიითებს გადაწყვეტილებას"- განაცხადა ნანუაშვილმა. ,
შეგახსენებთ, რომ ფარული ჩანაწერების ნაწილი ხელისუფლებამ უკვე გაანადგურა, თუმცა ნაწილი დაახლოებით 15 ათასამდე ფაილი ჯერ კიდევ შსს-ში ინახება.