სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აღიარებს, რომ ციხეებში ქურდული სამყაროს ინსტიტუტი არსებობს. მისი თქმით, ქურდული სამყაროს ინსტიტუტი პენიტენციალურ დაწესებულებებში საბოლოოდ მას შემდეგ აღმოიფხვრება, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა აშენდება.
როგორც სუბარმა თომას ჰამერბერგის განცხადების კომენტირებისას განმარტა, ქურდული სამყაროს ინსტიტუტი ციხეებში ყოველთვის არსებობდა, თუმცა დღეს გაცილებით შემცირებულია.
„ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებს რაც შეეხება მთავარი დაპირება, რომ სისტემა ადამიანური გახდებოდა, უკვე გაკეთებულია. იმისთვის, რომ ის მანკიერი ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში პენიტენციალურ სისტემას მოსდევდა ავტორირატურული სისტემის არსებობის ამის საბოლოო დასამარცხებლად აუცილებელია ახალი ინფრასტრუქტურის აშენება და შექმნა, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მოხდება კრიმინალური კულტურის მიმდევარი პატიმრების განცალკავება ამ მჯავრდებულებისგან",- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ თომას ჰამერბერგის განმარტებით, არსებობს ინფორმაცია ციხეებში ქურდული ინსტიტუტების არსებობის შესახებ.