საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომაზ ჰამარბერგის განცხადებით, არსებობს ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასჯეღსრულების დაწესებულებებში ქურდების ინსტიტუტი კიდევ არსებობს.
როგორც ჰამერბერგმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში მთავრობის გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ქურდული სამყაროს აღმოსაფხვრელად ციხის ადმინისრაციამ უნდა იმუშავოს.
„ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებობს ქურდების ინსტიტუტი ამ მიმრთულებით ადმინისრაციამ უნდა შეეცადოს, რომ დაამყაროს უფრო მეტი კონტროლი", _ განაცხადა ჰამარბერგმა.