შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილების თანამშრომლებმა სოფელ არაგვაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკ-74", ,,ეფ-1"-ის ტიპის 1
ხელყუმბარა, ხელყუმბარის 2 დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 248 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).