შსს უამინდობის გამო მოქალაქეებს უღელტეხილებზე მოძრაობისგან თავის შეკავებას ურჩევს
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდის, კობი-გუდაურის უღელტეხილებზე.
ამ დროისათვის ამ მიმართულებებზე გადაადგილება შეზღუდულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის. ხვალ, დღის საათებში მოძრაობა დასაშვები იქნება მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.