საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრას მოითხოვს.
ნადირაშვილის ინფორმაციით, 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დაამონტაჟეს.
"მზად ვარ, პირადად შევხვდე შინაგან საქმეთა მინისტრს და ვუთხრა მას ის გვარები, რომელთაც ეს ოპერაცია დაგეგმეს და განახორციელეს. ჩემთვის, ცნობილია სამი გვარის თაობაზე. სამივე მათგანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ისინი შსს-ს მაღალჩინოსნები არიან", - აღნიშნა ნადირაშვილმა.