თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მერაბიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორმა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
კერძოდ, ყოფილმა პრემიერმა პროკურორებს მოუწოდა, რომ 26 მაისის საქმეზე ნუ ამოეფარებიან 26 მაისის აქციის დაშლის დროს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის სახელს.
ამ მოწოდებას დარბაზში მსხდომი გულშემატკივრების მხრიდან ტაში მოყვა. მოსამართლემ ოვაციების ინიციატორს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა რის შემდეგ მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ გარდაცვლილი პოლიციელის სახელის დასაცავად დარბაზში მყოფებს პროცესს ატოვებინებენ, მაშინ ისიც დატოვებდა პროცესს.