შსს სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველოდან (ყაზბეგი), მიღებული ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს ერაყის მოქალაქეები: იჰაბ ა., აკილ ჰ. და ვაილ ა., რომლებიც 2013 წლის 29 ნოემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას საქართველოდან რუსეთის მიმართულებით.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლით
მასალის გამოყენების პირობები