უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ბერკუტის" სპეცდანიშნულების რაზმის მიერაა ალყაშემორტყმული და ბლოკირებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებთან ერთად იქვეა მილიციის გაძლიერებული შემადგენლობაც.
მათ უკან რამდენიმე ავტობუსი დგას. ასევე არის საზღვარი, რომელიც ლითონის კონსტრუქციისგან არის შექმნილი.
ამავე დროს, უკრაინული მედიის ინფორმაციის მილიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელთა დერეფნებში მცირე რაოდენობის ხალხს ატარებენ. ისინი აცხადებენ, რომ სამსახურში მიდიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახლომდებარე ქუჩები ასევე გადაღობილია ლითონის კონსტრუქციით, რომელსა ახლოსაც რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი.