ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში განვითარებულ პროცესებს ეხმიანება. რასმუსენი ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ძალადობისგან.
,,მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ძალის გამოყენებისგან, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობა და ძალის გამოყენება პოლიტიკური უთანხმოებას ვერ გადაჭრის. მოვუწოდებ ყველას იმოქმედოს კონსტიტუციისა და დემოკრატიის ნორმებით. ნატო მხარს უჭერს ყველა უკრაინელს და უკრაინული ერის დემოკრატიულ იდეალებს. მოვუწოდებ უკრაინას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარეა ბოლომდე შეასრულოს, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და პატივის სცეს აზრის გამოხატვის თავისუფლებას", _აცხადებს რასმუსენი.