თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესზე დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას, რომელიც წინა პროცესზე არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ საქმეში დასაშვებად სცნო ამერიკული კომპანია ,,დენსუსის" მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ეხება. აღნიშნული დოკუმენტის დასაშვებობას დაცვის მხარე ითხოვდა. ყოფილ პრემიერს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.