დღეიდან შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადადის. როგორც კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს პატიმრების შეწყალება საახალწლოდ და საშობაოდ იგეგმება.
ამ ეტაპზე უცნობია რა კრიტერიუმებით მოხდება პატიმრების გათავისუფლებადა რამდენი მსჯავრდებული დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
,,პრეზიდენტის რეზიდენციაში კომისიის ახალი შემადგენლობით უკვე მეორე სხდომა გაიმართება. ახალ წლამდე იქნება ერთი შეწყალება, ხოლო საშობაოდ მეორე", _განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომისიაში განსახილველად 600-მდე პატიმრის საქმეა შესული, რის გამოც, შეწყალების კომისია მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადადის.