ხვალიდან, 2 დეკემბრიდან, სასჯელაღსრულების #15 და #17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები შიმშილობას იწყებენ.
პატიმრები საქმეების გადახედვას და სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვენ.
"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, პატიმრების შიმშილობას ოჯახის წვერები და პოლიტპატიმრები უერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების ნაწილმა შიმშილობა, 29 ნოემბერს დაიწყეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განაცხადა გადაწყვეტილების მიზეზი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განაცხადება გახდა, რომლის მიხედვით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება.