,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. კერძოდ, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-ლარის ოდენობით.
ამასთან წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისთვის თვალსაჩინო ადგილზე მოთხოვნის დარღევა გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის 100-ლარით დაჯარიმებას. ხოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტები დაჯარიმდებიან 300-ლარით.
არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის შემთხვევაში კი სავაჭრო ობიექტი 500-ლარით დაჯარიმდება. ხოლო ანალოგიურ ქმედებას ერთი წლის განმავლობაში სავაჭრო ობიექტი თუ ისევ გაიმეორეს ამ შემთხვევაში ის უკვე 1000-ლარით დაჯარიმდება.