ჩხოროწყუს რაიონში 15 წლის მოზარდს ეძებენ. შოთა წურწუმია სახლიდან 23 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ მასზე ოჯახის წევრებმა არაფერი იციან.
როგორ „პირველ რადიოს" დაკარგული ბიჭის დედამ, მაია ლუკავამ განუცხადა, მისი შვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშრებით სოფელ თაიაში, ოცინდალეს მთაზე ასვლას გეგმავდა თუმცა ამის უფლება არ მისცა. მისივე თქმით 23 ნოემბერს შოთა წურწუმია სახლიდან გავიდა და უკან არარ დაბრუნებულა. დაკარგული ბიჭის დედა ფიქრობს , რომ მთაზე ასვლის აკრძალვის გამო შვილი გაუნაწყენდა და ამიტომ მას თხოვნით მიმართავს, რომ სახლში დაბრუნდეს. მაია ლუკავას თქმით, ამ დროისტვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შოთა წურწუმია სამარშუტო ტაქსში ჩაჯდა და სენაკის მიმართულებით წავიდა. ის სენაკში რამდენიმე ადამიანმა ნახა. ამის შემდეგ შოთა წურწუმიას კვალი ქრება. დაკარგულ მოზარდას ჩხოროწყუს და სენაკის პოლიცია ეძებეს.