სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმრების მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სამინიტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებს.
შგახსენებთ, რომ ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, მსჯავრდებულებმა მასობრივი შიმშილობა დაიაწყეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაკაბაძემ განაცხადა გადაწყვეტილების მიზეზი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განაცხადება გახდა, რომლის მიხედვით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება.