მთავრობას, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კინოთეატრ „აპოლოსთვის" ძველი ფუნქციის დაბრუნება სურს. კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განმარტებით, ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, რომ „აპოლომ" მუშაობა ძველი ფუნქციით განაახლოს.
„ჩვენ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან განვაცხადეთ, რომ გვსურს კინოთეატრი „აპოლო" ამოქმედდეს ისე, როგორც ის წინად მუშაობდა. „აპოლო" განსაკუთრებული კინოთეატრია. თავად ნაგებობას რაც შეეხება, ასეთი მსოფლიოში მხოლოდ 4 ქალაქშია, ერთ-ერთი კი არის თბილისში. ერთიც ლონდონშია და ვიხსენებ, რომ ესპანეთშია, მგონი მადრიდში და კიდევ სხვა ქალაქებში. ეს იშვიათი ნაგებობაა, მას აქვს თავისი ისტორია.
სამწუხაროდ „აპოლო" გაიყიდა 10-12 წლის უკან, მას ყავს თავისი მეპატრონე. კი ძეგლია და ვპატრონობთ, როგორც შეგვიძლია, მაგრამ მას ყავს მეპატრონე და ამიტომაც ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ინვესტორებს და შესაძლოა მათ „აპოლო" იმ ფუნქციით აამუშაონ, რითაც ის ცნობილი იყო"- განაცხადა ოდიშარიამ.