უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ ევროკავშირის მინისტრებს დაუდასტურა, რომ უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის ზეწოლის გამო გადადო და რუსეთს დაუთმო.
ასეთი განცხადება გააკეთა „ტვიტერში" თავის გვერდზე ვილნიუსის სამიტის მონაწილე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტმა კარლ ბილდტმა.
„უკრაინელმა მინისტრმა კოჟარამ დისკუსიის დროს დაადასტურა, რომ ასოცირებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გადადებით უკრაინამ რუსეთის მძიმე ეკონომიკურ ზეწოლას ვერ გაუძლო",_ წერს ბილდტი.