საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" დიალოგის მაგიდასთან დაბრუნების თაობაზე მმართველი გუნდის წინადადებას იღებს.
როგორც დეპუტატი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, დიალოგზე დათანხმება აუცილებელია, რათა გაიგონ ხელისუფლება "რაზეა წამსვლელი".
"თუ ხელისუფლება გვთავაზობს დიალოგს მხოლოდ დიალოგისთვის, ეს გამოჩნდება. იქამდე კი, მათ შემოთავაზებულ წინადადებაზე დათანხმება აუცილებელია, რადგან დიალოგზე ახლავე წიხლის კვრა და იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ პიარია, მათ პოზიციებს უფრო გაამყარებს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციასთან დიალოგი სამი მიმართულებით აწარმოოს. ესენია: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაძლვა და სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე დემოკრატიული რეფორმების ერთობლივად გატარება.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის შემუშავებულ წინადადებებს დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს.
ელჩებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სამსახურის მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიღებს.